კონტექსტუალიზაცია

კონტექსტუალიზაცია
სხვადასხვა სტილისა და მიდგომის „შერევა“, რომლებიც ადრე ერთმანეთისგან გამოირჩეოდნენ (მაგ., არქიტექტურა, მოდა, რელიგია);თანამედროვე სოციალური თეორიის ფარგლებში, გონი, რაციო მოაზრებულია როგორც სოციალური თეორიის ეპისტემიოლოგიური საფუძველი და როგორც თანამედროვეობის პროექტის ჩარჩო, რომელიც სცილდება კულტურას. პოსტმოდერნისტულ სოციალურ თეორიაში, რაციო შეიძლება განიხილებოდეს როგორც კულტურასთან იგივეობრივი, რომელსაც აძლიერებს ძალაუფლება; რაციო არ წარმოადგენს კულტურის საფუძველს, არამედ თეორეტიკოსების დამახინჯებულ მცდელობას ახსნან სამყარო. თუ რაციო, კულტურის ფარგლებს სცილდება, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც კარგი საზოგადოების განხორციელების საფუძველი, სადაც მოხდება დაპირისპიერბული პერსპექტივებისა და რწმენების გასამართლება. თუ გონება კულტურის ნაწილია ან გაჭუჭყიანებულია კულტურის ელემენტების მიერ, მაშინ მას ამის უფლება არ გააჩნია: ჩვენ ვერ ვფლობთ გასამართლების საშუალებებს და ამიტომ არა მხოლოდ უნდა ვიცხოვროთ პლურალისტულ სამყაროში, არამედ გავითავისოთ ის.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»